თავდასხმა მოხდა ისრაელის პოლიციაზე აღმოსავლეთ იერუსალიმში. დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა სამართალდამცველს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილი პალესტინელი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან ქვეყანა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სუვერენიტეტის გავრცელებას დაიწყებს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ ნაბიჯს მისი ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უწოდა.